ფედერიკა მოგერინი: ევროპა ირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ერთგული დარჩება
მსოფლიო

ფედერიკა მოგერინი
ფოტო: shutterstock.com
ევროპა ირანთან 2015 წელს გამორმებული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობს. ამის შესახებ BBC წერს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განმარტა, რომ ხელშეკრულების მიმართ ერთუგული დარჩება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ამბობს, რომ მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა დატოვოს 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება ეს ევროპაზე ზეგავლენას არ მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ შეერთებულ შტატებს მოუწოდეს დოკუმენტის პირობების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. სამივე ევროპული ქვეყანა ამ მიმართულებით რუსეთთან და ჩინეთთან თამაშრომლობის გაგრძელებას გეგმავს.
დონალდ ტრამპის გადაწყვტილების შემდეგ თეირანში განმარტეს, რომ შეთანხმების შენარჩუნებას შეეცდებიან.
დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა ბარაკ ობამამ. შეერთებული შტატების რიგით 44-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება გაუმართლებელია.
2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.





