ბარაკ ობამა: დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გაუმართლებელია
მსოფლიო

ბარაკ ობამა
ფოტო: shutterstock.com
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდეს და თეირანს სანქციები დაუწესოს, გაუმართლებელია. ინფორმაციას independent-ი წერს.
როგორც ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. „შეთანხმებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქცია თავის მოკავშირეებს და შორდება შეთანხმებას, რომელიც მოწინავე ამერიკელმა დიპლომატებმა, მეცნიერებმა და დაზვერვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა შეიმუშავეს".
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა დიპლომატებს დაავალა მოლაპარაკება 2015 წლის შეთანხმების მონაწილე გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, რუსეთსა და ჩინეთთან იმის გასარკვევად შეძლებს, თუ არა თეირანი მათთან თანამშრომლობით შეინარჩუნოს სარგებელი.
ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პრეზიდენტი როუჰანი ურანის გამდიდრების განახლებით დაიმუქრა.
2015 წელს, ობამას პრეზიდენტობის დროს, აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.





