ირანი ჯერჯერობით არ აპირებს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას
მსოფლიო

ჰასან როუჰანი
ფოტო: shutterstock.com
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა დიპლომატებს დაავალა მოლაპარაკება 2015 წლის შეთანხმების მონაწილე გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, რუსეთსა და ჩინეთთან იმის გასარკვევად შეძლებს, თუ არა თეირანი მათთან თანამშრომლობით შეინარჩუნოს სარგებელი. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
„თუ თანამშრომლობით მივაღწევთ საერთო მიზნებს, შეთანხმება ძალაში დარჩება“, - განაცხადა როუჰანიმ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს, თუ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ირანის ეკონომიკას დააზარალებს. როუჰანის განცხადებითვე, ტრამპს არ მისცემენ ფსიქოლოგიურ ომში გამარჯვების შესაძლებლობას.
ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პრეზიდენტი როუჰანი ურანის გამდიდრების განახლებით დაიმუქრა.





