ირანი ურანის გამდიდრების განახლებით იმუქრება
მსოფლიო

ჰასან როუჰანი
ფოტო: Twitter
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ურანის გამდიდრების განახლებით დაიმუქრა.
„მე უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს, მოემზადონ შემდგომი ნაბიჯებისთვის და თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ განვაახლებთ ურანის გამდიდრებას განუსაზრვრელი ოდენობით,“-აღნიშნა როუჰანიმ.
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დღეს ოფიციალურად განაცხადა.
ირანის ბირთვული პროგრამის გაყინვის შესახებ შეთანხმება 2015 წელს შედგა. ამას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან. 2016 წელს ირანს საერთაშორისო სანქციების ნაწილი მოუხსნეს.





