ჰასან როუჰანი დონალდ ტრამპს აფრთხილებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჰასან როუჰანი
ფოტო: Twitter
ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი დონალდ ტრამპს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს ოფიციალური ვაშინგტონი ინანებს. ამის შესახებ BBC წერს.
მისი თქმით, ოფიციალური თეირანი ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ მზადაა. ირანის პირველმა პირმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმემა შეერთებულმა შტატებმა უნდა დატოვოს. გადაწყვეტილების მიღების ვადა თეთრი სახლის ლიდერს 12 მაისს ეწურება.
მანამდე დონალდ ტრამპმა შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა და მას „არანორმალური“ უწოდა.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.





