რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: shutterstock.com
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პირველ პირს საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია მოსახლეობასთან პირველი აუდიენცია იზმირში უკვე გამართა.
ამომრჩეველთან საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპონენტებს სეკულარული ოპოზიცია უწოდა და მოსახლეობას რიგგარეშე არჩევნებზე მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მე-11 პრეზიდენტი და ერდოღანის ერთ-ერთი კონკურენტული ფიგურა აბდულა გიული არჩევნებში ერდოღანს კონკურენციას არ გაუწევს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა გადმოიწია და ის 24 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.
ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.





