მოსკოვის მერიამ ნავალნის 5 მაისს აქციის ჩატარების ნებართვა არ მისცა
მსოფლიო

ალექსეი ნავალნი
ფოტო: shutterstock.com
მოსკოვის მერიამ ალექსეი ნავალნის 5 მაისს აქციის ჩატარება აუკრძალა. ამის შესახებ თავად პოლიტიკოსი წერს Twitter- ზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხრეებს ქუჩებში გამოსვლისკენ მაინც მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ნავალნიმ პუტინის ინაუგურაციამდე 2 დღით ადრე დააანონსა მასშტაბური აქცია.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი ახალ პარტიას ქმნის.
2018 წლის 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელში მონაწილეობაზეც ალექსეი ნავალნის უარი უთხრეს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი).
პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.





