ინდოეთში 8 წლის გოგო ჯგუფურად გააუპატიურეს და მოკლეს
მსოფლიო

ასიფა ბანო
ფოტო: facebook
ინდოეთში 8 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტმა მთელს მსოფლიოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. ასიფა ბანოს ცხედარი, რომელიც მუსლიმური მომთაბარე ტომის წევრი იყო, 17 იანვარს ტყეში, ქაშმირში იპოვეს.
ეს ისტორია ცნობილი ახლახანს გახდა, მას შემდეგ რაც ინდუიზმის მემარჯვენე ჯგუფებმა, რვა ინდუიზმის მიმდევარი კაცის დაკავება გააპროტესტეს.
We have failed Ashifa as humans. But she will not be denied justice.#PunishTheSavages #RapeAndMurderOfHumanity #Kathua #JusticeForAshifa #GenerallySaying pic.twitter.com/yQPUU0JDW4
— Vijay Kumar Singh (@Gen_VKSingh) April 12, 2018
შემთხვევას ინდოეთში რელიგიური დაპირისპირებაც მოჰყვა. დაკავებულ კაცებს შორის, ერთ-ერთი სახელმწიფოს ყოფილი ჩინოსანია, ოთხი პოლიციელი და ერთი არასრულწლოვანი - თითოეული მათგანი ადგილობრივ ინდუისტურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მუსლიმებთან მიწის გაყოფასთან დაკავშირებით, კონფლიქტში იყო ჩართული.





