ნავალნიმ პუტინის ინაუგურაციამდე 2 დღით ადრე მასობრივი აქცია დააანონსა
მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე 2 დღით ადრე, კერძოდ კი 5 მაისს მიტინგები და მსვლელობა დააანონსა.
მისი თქმით, ეს იქნება აქცია "კორუფციის, მონარქიის, უთანასწორობის, ცენზურისა და უკანონობის წინააღმდეგ".
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აქციას შეუერთდნენ, რომლის ორგანიზატორი მისი შტაბია.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი ახალ პარტიას ქმნის.
2018 წლის 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელში მონაწილეობაზეც ალექსეი ნავალნის უარი უთხრეს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი).
პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.





