03 აპრილი 2018, 19:16
ალექსეი ნავალნი ახალ პარტიას ქმნის
მსოფლიო

ალექსეი ნავალნი
ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ახალ პარტიას ქმნის. მან უკვე დაიწყო პარტიის რეგისტრაციის პროცესი მუშა სახელწოდებით “მუშა სახელწოდება“. ის დამფუძნებელი ყრილობის მოწვევას 19 მაისისთვის გეგმავს. ეს სახელწოდება შეირჩა იმიტომ, რომ “პროგრესის პარტიის“ ყრილობა მარტში ჩაიშალა და ეს სახელწოდება სხვა სტრუქტურამ მიისაკუთრა.
პროგრესის პარტიის რეგისტრაციას ნავალნი შვიდჯერ შეეცადა. 2014 წელს ბოლო ეტაპამდეც კი მივიდა. პარტიის პროგრამაც გამოაქვეყნეს, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ მის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.





