აშშ-ის სპეცპროკურორმა Trump Organization-სგან რუსეთზე დოკუმენტები გამოითხოვა
მსოფლიო

რობერტ მიულერი
ფოტო: Twitter
აშშ-ის სპეცპროკურორმა Trump Organization-ს დოკუმენტების, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული მასალების გადაცემა მოსთხოვა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
მედიის ცნობით, ეს პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც რობერტ მიულერმა უშუალოდ ტრამპის ბიზნესთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვა.
5 მარტს მიულერმა ტრამპის და მისი თანაშემწეების მიმოწერები გამოითხოვა.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.
დღეს აშშ-მა ანტირუსული სანქციები გააფართოვა. სიაში ის პირები და კომპანიები აღმოჩნდნენ, რომელსაც ვაშინგტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.





