სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება
მსოფლიო

Reuters
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მემკვიდრე უნდა აირჩიონ, 27 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ახლად არჩეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ჩუპიჩმა დაადასტურა.
„მოვუწოდებ სერბეთის ყველა მოქალაქეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ 27 დეკემბერს“, - განაცხადა სერბეთის პარლამენტის სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან სექტემბერში გადადგა, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის ებრძოლა, თუმცა ის დიდი სხვაობით დამარცხდა სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან, რომლებიც კორუფციის დასრულებას ითხოვდნენ.





