23 ნოემბერი 2026, 10:24
ტრამპი ირანს ახალი წლის შემდეგ ახალი დარტყმებით დაემუქრა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ახალი წლის შემდეგ ირანზე სამხედრო დარტყმების ბრძანება გასცეს, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მან თეირანთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს უაზრო უწოდა.
Fox News-ი აღნიშნავს, რომ ტრამპმა ირანელი მომლაპარაკებლები პროცესის გაჭიანურებასა და აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მტრობის ესკალაციის გაგრძელებაში დაადანაშაულა.
„ისინი მუდმივად ყბედობენ, მეტს არაფერს აკეთებენ, გარდა ყბედობისა“, - აღნიშნა ტრამპმა.





