23 ნოემბერი 2026, 10:04
გაფიცვის გამო ბელგიაში ავიარეისები გაუქმდა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
საყოველთაო გაფიცვის გამო დღეს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება. გაფიცვა პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას აპროტესტებს.
შეზღუდვები ათასობით მგზავრს და აეროპორტებში დასაქმებულ 3000-ზე მეტ ადამიანს შეეხება. გაფიცვის გამო ბრიუსელში შეფერხებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.





