ევროკომისია უკრაინას 2027 წლისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროკომისია 2027 წელს უკრაინას ფინანსური მხარდაჭერისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 45 მილიარდი ევროდან 25 მილიარდი ევრო უკრაინის სამხედრო მიზნებს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი 20 მილიარდი ევრო - ბიუჯეტის მხარდაჭერას.
„დღეს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო წინადადებების შესახებ უკრაინისთვის 45 მილიარდამდე ევროს გამოყოფის თაობაზე, 2027 წელს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის სახით, რათა მომავალ წელს ქვეყანას დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმაროს, რომელიც 70 მილიარდ ევროდ ფასდება“. მედიას ევროკომისიის წარმომადგენლის ციტატა მოჰყავს.
45 მილიარდი ევრო დაემატება იმ 90 მილიარდ ევროს, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში აწვდის.





