დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა, სადაც პუტინთან და სი ძინპინთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი სი ძინპინი
ფოტო: AFP via Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩავიდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შეხვდება.
ისტორიული სამმხრივი მოლაპარაკებები იმ ფონზე იმართება, როდესაც ტრამპი აშშ-ში არსებულ კრიზისებსა და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულების სირთულეებს აწყდება, იუწყება მედია.
როგორც NBC News-ი აღნიშნავს, დონალდ ტრამპს შენჟენის აეროპორტში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პირადად დახვდა. მსგავსი პროტოკოლური ჟესტი იშვიათია და, სავარაუდოდ, ტრამპი მას განსაკუთრებულ პატივისცემად აღიქვამს.
ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს საპატიო სამხედრო ყარაულის წინაშე. სამხედრო ორკესტრმა აშშ-ისა და ჩინეთის ეროვნული ჰიმნები შეასრულა, მოცეკვავეები კი ყვავილებით და ორივე ქვეყნის დროშებით მიესალმნენ ამერიკელ სტუმარს.





