ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ერთიანი პოზიციის შემუშავებისას, სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება
მსოფლიო

მარგუს ცაჰკნა
ფოტო: Getty Images
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Politico-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ერთიანი პოზიციის შემუშავებისას, სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება. მარგუს ცაჰკნას განმარტებით, გაერთიანებაში არსებული გარკვეული გავლენიანი ძალები, არსებითად აფერხებენ ახალ ინიციატივებზე კონსენსუსის მიღწევას.
„სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება კონსენსუსის პოვნა იმ დიდ და ძლიერ ინტერესებთან წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც განწყობილნი არიან, თავიდან აიცილონ ახალი სანქციები. ზოგიერთი დედაქალაქი რუსეთთან ჩვეულ ბიზნეს რეჟიმში დაბრუნების იმედს ამყარებს“, - აღნიშნავს ცაჰკნა.
Politico წერს, რომ ცაჰკნამ კონკრეტული სახელმწიფოებისა თუ სტრუქტურების დასახელებისგან თავი შეიკავა.





