ჩინეთში ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრის თარიღი დაადასტურეს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შენჩჟენში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, „19 ნოემბერს პრეზიდენტი სი ძინპინი შენჩჟენში“ გამართავს შეხვედრას, რომელშიც პუტინი და ტრამპი მიიღებენ მონაწილეობას. ჩინური უწყება შეხვედრის შესახებ მხოლოდ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა და მისი დღის წესრიგი არ დაუკონკრეტებია.
მანამდე გამოცემა New York Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 ნოემბერს აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების ისტორიაში პირველ სამმხრივ შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმების მომზადებას განიხილავენ.
კრემლში განაცხადეს, რომ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს შენჩჟენში გაიმართება.





