კანადის პრემიერ-მინისტრმა ჩინელ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა დაუშვა
მსოფლიო

მარკ კარნი
ფოტო: AP
კანადას ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერება სურს. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება ჩინელ ავტომწარმოებლებს მიმართოს, თუ დონალდ ტრამპთან სავაჭრო მოლაპარაკება სასურველი მიმართულებით არ წარიმართება.
„თუ კანადური ავტოქარხნებისა და მუშახელის პოტენციური შესაძლებლობები ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის ფარგლებში სრულად არ იქნება გამოყენებული, სხვა შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა მან.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის წინ, კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ნებისმიერი ჩინური ინვესტიცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს კანადაში მნიშვნელოვან წარმოებას და არა უბრალოდ იმპორტირებული ნაწილების აწყობას.





