ისრაელის პრემიერობის კანდიდატმა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ ნეთანიაჰუს შეთავაზებას პოლიტიკური მანევრი უწოდა
მსოფლიო

გადი ეიზენკოტი
ფოტო: Flash90
ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გადი ეიზენკოტი ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ მოქმედი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებას მორიგ პოლიტიკურ მანევრს უწოდებს. მისი თქმით, პარტიების, „ლიკუდისა“ და „იაშარის“ მომლაპარაკებლების ჯგუფები შეხვედრაზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ნეთანიაჰუსთან პოლიტიკური პარტნიორობა გამორიცხულია.
ეიზენკოტი არ გამორიცხავს „ლიკუდთან“ ერთად კოალიციის შექმნას, თუმცა აცხადებს, რომ ეს ნეთანიაჰუს გარეშე უნდა მოხდეს. ცნობისათვის, ისრაელის პრეზიდენტს პარტია „იაშარის” ლიდერის, გადი ეიზენკოტისთვის მთავრობის ფორმირება აქვს დავალებული.




