ემანუელ მაკრონი: ვინც ცდილობს უკრაინის რესურსების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში, სურს აიძულოს ის წავიდეს უსამართლო მშვიდობაზე. ეს არის რეცეპტი შემდეგი ომისთვის
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Reuters
ემანუელ მაკრონის განაცხადებით, რომ ისინი, ვინც ცდილობენ შეზღუდონ უკრაინისთვის დახმარება და თავს მოახვიონ მას უსამართლო მშვიდობა, დაუცველს ხდიან მთელ ევროპას, რადგან ეს ახალი ომისკენ გზაა. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„ის, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გვეხება ჩვენ. საუბარია ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. როდესაც უკრაინას თავის დაცვაში ვეხმარებით, ჩვენ ვიცავთ საფრანგეთსა და ფრანგებს. თუ რუსეთი თავისი სისასტიკით თავს მოახვევს თავის ნებას ევროპულ ქვეყანას, მაშინ მთელი ევროპა დასუსტდება. გულახდილები ვიყოთ: ვინც ცდილობს უკრაინის რესურსების შეზღუდვას, საბოლოო ჯამში, სურს აიძულოს ის წავიდეს უსამართლო მშვიდობაზე, დატოვოს ის მუდმივი დაუცველობის მდგომარეობაში, რაც ევროპის დაუცველობასაც ნიშნავს. ეს არის დამარცხების სული. ეს არის რეცეპტი შემდეგი ომისთვის. ეს არ შეიძლება იყოს საფრანგეთის პოზიცია.
უკრაინა, რომელიც ფლობს ყველაზე ძლიერ ტრადიციული შეიარაღებული ძალების არმიას ევროპაში, საკვანძო როლს თამაშობს NATO-ში - ორგანიზაციაში, სადაც ის სრულად იმსახურებს ადგილს“, - წერს მაკრონი.




