13 ნოემბერი 2026, 00:25
ზელენსკიმ ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გაააქტიურონ მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში
მსოფლიო

GettyImages
გაზიარება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გაააქტიურონ მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„როდესაც ამერიკელები და რუსები ამაზე საუბრობენ, საუბარია არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს უფრო მეტად ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების რაღაც ახალ ჩარჩოს ეხება“, - აღნიშნა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მან „ძალიან კარგი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპელები ახლა ამ მოლაპარაკებების მონაწილენი არიან, მან აღნიშნა, რომ ისინი რუსეთს პირდაპირ არ ელაპარაკებიან, ამიტომ „უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა ამ მოლაპარაკებების მუდმივი ნაწილი გახდება“.





