ტრამპი: ვიცე-პრეზიდენტ ვენსს დავავალე, მთელი თავისი ყურადღება გადაიტანოს აშშ-ის მასშტაბით, „დემოკრატების“ მიერ მართულ ქალაქებსა და შტატებში მიმდინარე მასშტაბურ კორუფციასა და დანაშაულზე
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს სრული ყურადღების გადატანა დაავალა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, „დემოკრატების“ მიერ მართულ ქალაქებსა და შტატებში არსებულ „მასშტაბურ კორუფციასა და დანაშაულზე“.
ტრამპის თქმით, ე.წ. „ლურჯი შტატები“ ცუდად იმართება და „კორუმპირებულ კატასტროფას“ წარმოადგენს.
„ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის მოპარვა ხდება. ამ ფართომასშტაბური კრიმინალური აქტივობის აღმოფხვრით ჩვენი ბიუჯეტი სწრაფად დაბალანსდება. კორუფცია „დემოკრატი“ ლიდერების სისხლშია!“ - აცხადებს ტრამპი.
გარდა საშინაო პოლიტიკური საკითხებისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან დაკავშირებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ ესაჭიროება.
„ჩვენ არ გვჭირდება შეთანხმება ირანთან. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ მათი ფული - ასობით მილიარდი დოლარი - და მათი სრუტე ხელში გვაქვს!“ - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.





