კრემლი: რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები ჩინეთში გასამართ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს
მსოფლიო

GettyImages
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები ჩინეთში გასამართ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს და ომის დასრულების საკითხს პირადად განიხილავენ.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში უნდა შედგეს, რომელიც ჩინეთში 18-19 ნოემბერს გაიმართება.
უშაკოვმა ასევე ისაუბრა უკრაინის ქალაქ კონსტანტინოვკაში შესაძლო „ჰუმანიტარული მისიის“ შესახებ - ოლეშკიდან ევაკუაციის მაგალითზე. ამ მისიის იდეა პუტინმა ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრისას წამოაყენა და განაცხადა, რომ რუსეთი ამ ქალაქს აკონტროლებს.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, კიევის მხრიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე თანხმობის შემთხვევაში, რუსეთს კონსტანტინოვკის განაღმვა ხუთ დღეში შეუძლია, ხოლო აღნიშნული მისია „ყველას მისცემს საშუალებას, თავად დარწმუნდეს, რეალურად ვისი კონტროლის ქვეშ იმყოფება ეს ქალაქი“.





