06 ნოემბერი 2026, 08:56
Bloomberg: იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა განიხილონ, თუ ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში
მსოფლიო

ჯორჯია მელონი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა განიხილონ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და რა მანდატით. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში მელონი აღნიშნავს, რომ საკითხი მომავალ კვირას დუბლინში დაგეგმილ არაფორმალურ სამიტზე აუცილებლად უნდა განიხილონ.
წერილში ნათქვამია, რომ არსებული მიდგომა, როდესაც ევროკავშირის ინტერესებს სხვადასხვა მომლაპარაკებელი სხვადასხვა ფორმატში წარმოადგენს, ევროკავშირის ავტორიტეტს აზიანებს.





