06 ნოემბერი 2026, 02:34
ტრამპი უკრაინაში კონფლიქტზე: იქნება შეთანხმება, ეს იქნება დიდი შეთანხმება და ის უკრაინაზე ბევრად მეტს მოიცავს - მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს, ეს იქნება დიდი და მშვენიერი შეთანხმება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეებს შორის საბოლოოდ მასშტაბური შეთანხმება გაფორმდება.
მისი თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეთანხმება და ის ფართო მასშტაბებს მიიღებს.
„იქნება შეთანხმება. ეს იქნება დიდი შეთანხმება და ის უკრაინაზე ბევრად მეტს მოიცავს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს. ეს იქნება დიდი და მშვენიერი შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერის თქმით, მიღწეული შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება: „ყველა აღფრთოვანებული იქნება“.





