მარკო რუბიომ ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესაძლებლობაში
მსოფლიო

მარკო რუბიო
GettyImages
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესაძლებლობაში.
შესაბამისი განცხადება მან შაბათს ამერიკულ ქალაქ ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ შეკითხვაზე პასუხისას გააკეთა.
„მე არ ვიცი, მიღწევადია თუ არა მშვიდობა უკრაინაში მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ. არ ვფიქრობ, რომ აქ ვინმე ამტკიცებს, თითქოს სამშვიდობო დარეგულირების ზღვარზე ვდგავართ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
რუბიოს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა უკრაინის საკითხზე შეთანხმების სიახლოვეზე.
„ვფიქრობ, შეთანხმების დადებასთან ახლოს ვართ. მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი შანსები, ეს საკითხიც მოვაგვაროთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ბლოგერ ბენი ჯონსონთან კომენტარში.





