რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 30-31 ოქტომბერს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ჩავა
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
ფოტო: TASS
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 30-31 ოქტომბერს ქალაქ ატლანტაში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ავრცელებს.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, სამიტი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარდება, ხოლო ლავროვი რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, საგარეო უწყების ხელმძღვანელი „დიდი ოცეულის“ ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უხელმძღვანელებს. „დიდი ოცეულის“ სამიტი ახლა ამერიკელების თავმჯდომარეობით ტარდება და აღნიშნულ ფორმატში მინისტრების შეხვედრა 30-31 ოქტომბერს ქალაქ ატლანტაში, აშშ-ში გაიმართება“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტზე დაპატიჟა, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მაიამიში გაიმართება.





