პუტინის განცხადებით, რუსეთი 2-3 დღეში აშშ-ში დიზელის პირველ პარტიას გაგზავნის
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მოსკოვი 2-3 დღეში ამერიკაში დიზელის პირველ პარტიას გაგზავნის.
როგორც პუტინმა აღნიშნა, საქმე ეხება 40 000 ტონა დიზელს, რომელიც ტანკერზე დაიტვირთება და ამერიკაში გაიგზავნება.
„ახლა ჩვენ რამდენიმე გემს, ტანკერს ვტვირთავთ. პირველი ტანკერი 40 ათასი ტონა დიზელით 2-3 დღეში გაემგზავრება. ამის შემდეგ ტანკერები ერთი მეორის მიყოლებით გაემგზავრებიან. აქ მნიშვნელოვანია ფინანსური შემადგენლის უზრუნველყოფა, რათა ყველაფერმა იმუშაოს“, - განაცხადა პუტინმა.





