სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს
მსოფლიო

ფოტო: TASS
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში ჩაიტანა დოკუმენტები, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება და რომელთა შემუშავება წინა დღით ოსლოში უკრაინულ და ევროპულ მხარეებთან შეხვედრის შედეგად მოხერხდა.
მედიით აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით მას 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებიან პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.





