პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ 2027 წელი „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ და რომან შუხევიჩის წლად გამოცხადდეს, მიუღებელია
მსოფლიო

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში
ფოტო: Getty Images
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ლვოვის საოლქო საბჭოს 2027 წელი „უკრაინის მეამბოხე არმიის“ და უკრაინელი ნაციონალისტის რომან შუხევიჩის წლად გამოცხადების გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.
როგორც კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ასეთი გადაწყვეტილება ხალხებს შორის ურთიერთნდობას კი არ აძლიერებს, არამედ განხეთქილებას აღრმავებს.
„ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ 2027 წელი „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ (UPA) და რომან შუხევიჩის წლად გამოცხადდეს, მიუღებელია. ასეთი გადაწყვეტილება ხალხებს შორის ურთიერთნდობას კი არ აძლიერებს, არამედ განხეთქილებას აღრმავებს. აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლება ამ პოზიციას მკაფიოდ გაემიჯნოს“, - დაწერა კოსინიაკ-კამიშმა.





