პორტუგალიაში ბინის ქირის გაძვირება გააპროტესტეს
მსოფლიო

ფოტო: AFP
ლისაბონში ბინის ქირის გაძვირებისა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გავიდა. გამართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დაბალი ხელფასები საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ზრდას ვერ ეწევა, რის გამოც სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება.
2017 წლის შემდეგ პორტუგალიაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ასევე ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის თანხა. შედეგად, ქვეყანა ევროპაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისს განიცდის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დიდ ქალაქებში დგას.





