უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე უპრეცედენტო შეტევა განახორციელეს
მსოფლიო

18 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქს შეუტიეს, რაც ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ იერიშად შეფასდა.
შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობტერმინალსა და ნავთობბაზაზე, დაზიანდა Ozon-ის საწყობი, VK-ის მონაცემთა ცენტრი და ენერგოინფრასტრუქტურა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და 60-ზე მეტი ავტომობილი. ელექტროენერგიის ავარიული გამორთვის გამო უშუქოდ დარჩა 20 000-ზე მეტი ადამიანი, დროებით შეჩერებული იყო „პულკოვოს“ აეროპორტის მუშაობაც.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმას პეტერბურგში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 1015 დრონი ჩამოაგდეს.





