რუსეთის თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Telegram
რუსეთის თავდასხმებს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, იუწყება უკრაინული მედია.
დნიპროს რაიონში, ნოვოოლექსანდრივკის თემში კერძო სახლის განადგურებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პავლოჰრადში კი რამდენიმე კერძო სახლი დაიწვა. ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ ადგენს, იყვნენ თუ არა თავდასხმების შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები.
როგორც მედია იუწყება, დნეპროპეტროვსკის ოლქი ბოლო დღეებში რუსეთის თავდასხმების სამიზნე მეორედ გახდა. 10 ოქტომბერს რუსეთის დრონით შეტევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.





