14 ოქტომბერი 2026, 12:27
დონალდ ტრამპი: ცოტაც და ყველა ნახავს ირანს რა დღეში ჩავაგდებთ, მოითმინეთ და იხილავთ, ირანი ელოდება, თქვენ კი ნახავთ რას ვუზამთ
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალასკის ამომრჩეველთან შეხვედრისას ირანის თემას კიდევ ერთხელ შეეხო და აღნიშნა, რომ ძალიან მალე საზოგადოება იხილავს, თუ რა დღეში ჩააგდებს ამერიკა ისლამურ რესპუბლიკას.
„ოჰ, მოიცადეთ, ნახავთ, რას ვუზამთ ირანს. მაგრად ვაზღვევინებთ. ცოტაც მოითმინეთ და თავად იხილავთ. ისინი უბრალოდ ელოდებიან, ელოდებიან. მოიცადეთ, ნახავთ, რას ვუზამთ ირანს“, - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება.





