სიკორსკიმ ნატოს მოუწოდა, მოემზადოს იმისთვის, რომ ევროპაში რუსეთის ქმედებებმა შესაძლოა მსხვერპლი გამოიწვიოს
მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინციდენტების მატებასთან ერთად ადამიანთა დაღუპვის რისკიც იზრდება.
„თუ ადამიანები დაიხოცებიან, ნატოში კიდევ ერთი ძალიან სერიოზული საუბრის გამართვა მოგვიწევს“, - გააფრთხილა მოკავშირეები სიკორსკიმ.
დიპლომატმა არ დააკონკრეტა, როგორი იქნება ალიანსის პასუხი მსხვერპლის შემთხვევაში, თუმცა საზოგადოებას გაახსენა, რომ პოლონეთმა და ესტონეთმა რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი (კონსულტაციები მოკავშირეებს შორის) უკვე გამოიყენეს.
სიკორსკიმ ევროპელ პარტნიორებს ასევე მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა თავიანთ ქვეყნებში და რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეამცირონ.





