იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სამხედრო დაიღუპა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 14 ადამიანი კი დაშავდა. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
NEW: Multiple injuries reported after volcanic eruption near #Japanese ski resort. https://t.co/D0zrjiTKZJ
— _59Alex (@_59Alex) January 23, 2018
The Japan Meteorological Agency says snow-covered Mount Kusatsu-Shirane erupted around 10 a.m. local time. pic.twitter.com/NhNuVaWTfE
ვულკანი კუსაცუ შირანე გუშინ საღამოს გააქტიურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამოფრქვევის შემდეგ მთიდან უზარმაზარი ლოდები გადმოცვივდა. მათი ნაწილი ვულკანიდან ორ კილომეტრში დაეცა. ამ დროს ვულკანის სიახლოვეს იყვნენ სამხედროები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. მათგან ერთ-ერთი დაიღუპა. ექვსის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოუწოდა მთავრობას, ვულკანთან მიახლოებისგან თავი შეიკავოს.





