ტრამპი კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგების აღიარებაზე: ვცნობ, თუ ეს პატიოსანი არჩევნები იქნება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
AP
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში ცნობს, თუ ისინი „პატიოსანი“ იქნება.
„ვცნობ, თუ ეს პატიოსანი არჩევნები იქნება, დიახ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, აღიარებდა თუ არა შედეგებს „რაც არ უნდა მოხდეს“.
პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ხმის მიცემის პროცესის სანდოობა და ფედერალური მთავრობა გამოიყენა იმისთვის, რომ შტატების მიერ არჩევნების ზედამხედველობაზე მეტი კონტროლი დაემყარებინა.
გასულ კვირას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, წინასწარ შეიტანოს სარჩელი ალასკის სენატის არჩევნების შედეგების ცნობის წინააღმდეგ, თუ მოქმედი „რესპუბლიკელი“ კანდიდატი დამარცხდება.
ტრამპმა სამშაბათს ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „დემოკრატები“ მომავალ კვირას წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, მას კვლავ აქვს კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლებამოსილება.
„მე მაქვს ვეტოს ძლიერი უფლება. იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს ბევრ პრეზიდენტს გადახდენია. გაქვს ძლიერი ვეტო და საბოლოოდ მაინც აღწევ შეთანხმებებს“, - განაცხადა მან.





