26 ივლისი 2026, 14:18
ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს
მსოფლიო

ფოტო: bta.bg
გაზიარება
ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბულგარეთის მთავრობა ბეზმერის ავიაბაზაზე 8 ამერიკული თვითმფრინავისა და 250 სამხედრო მოსამსახურის დროებით განთავსებას დათანხმდა. მანამდე თეირანმა ბულგარეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებს საკუთარი ტერიტორია ირანზე თავდასხმებისთვის არ გამოაყენებინოს.





