19 მაისი 2026, 17:16
Reuters: ესპანეთის ყოფილი პრემიერის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო
მსოფლიო

ხოსე ლუის საპატერო
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ესპანეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება 2021 წელს ესპანური ავიაკომპანიისთვის სახელმწიფო დახმარების სახით 53 მილიონი ევროს გამოყოფას.
დღეს მადრიდში საპატეროს ოფისსა და კიდევ 3 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველები ასევე იძიებენ ამ საქმეში ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლის მონაწილეობას.





