03 მაისი 2026, 08:17
ბრაზილიაში ძლიერ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია
მსოფლიო

ფოტო: ALJAZEERA
გაზიარება
ბრაზილიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი ევაკუირებულია.
სტიქიამ განსაკუთრებით პერნამბუკოსა და პარაიბას შტატები დააზარალა.
ბრაზილიის მთავრობამ რეგიონში საგანგებო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.





