ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ უთხრეს
მსოფლიო

ალექსეი ნავალნი
ფოტო: facebook
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას ითხოვდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დარჩა. ამრიგად ძალაში შევიდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. სასამართლო სხდომამ ნავალნის გარეშე ჩაიარა.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.





