ირანის პარლამენტის დეპუტატი: უკრაინამ ისრაელის დრონებით მხარდაჭერის გამო საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ფოტო: x.com
ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ უკრაინა ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინის ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის კანონიერ სამიზნედ იქცა.
„განადგურებული უკრაინა ისრაელის რეჟიმს დრონებით უჭერს მხარს და ფაქტობრივად ომში ჩაერთო, ხოლო გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მან საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში.
By providing drone support to the Israeli regime, failed Ukraine has effectively become involved in the War and, under Article 51 of the United Nations Charter, has turned its entire territory into a legitimate target for Iran. pic.twitter.com/T35XtSqIBv
— ابراهیم عزیزی (@Ebrahimazizi33) March 14, 2026





