09 მარტი 2026, 17:07
შოტლანდიის ყველაზე ხალხმრავალი სარკინიგზო სადგური ხანძრის გამო დაიკეტა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
გლაზგოში ძლიერი ხანძრის გამო, შოტლანდიის ყველაზე ხალხმრავალი რკინიგზის სადგური დაიკეტა და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ცეცხლი სადგურის მეზობლად მდებარე შენობებზე გავრცელდა,
ხანძრის გამო ერთ-ერთი ნაგებობის გუმბათი ჩამოინგრა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





