01 მარტი 2026, 18:21
ისრაელში ირანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ისრაელში, ქალაქ ბეით-შემეშში ირანის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 6 გარდაცვლილის შესახებ.
რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფრის და მიმდებარე სახლების მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. 28 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. თეირანში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.





