27 თებერვალი 2026, 00:54
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე სერიოზული იყო
მსოფლიო

აბას არაღჩი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ ჟენევაში დღეს გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული“ იყო.
არაღჩის თქმით, მხარეებმა განიხილეს როგორც ირანის ბირთვული პროგრამა, ასევე აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები.
მისივე განცხადებით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, ზოგიერთზე კი უთანხმოება კვლავ რჩება, თუმცა ორივე მხარემ გადაწყვეტილების მისაღწევად „აშკარა სერიოზულობა“ გამოავლინა.





