ალის ვაიდელი: ორბანი წინ უდგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის მომხრეებს. სწორედ ამიტომ უნდათ მისი ჩამოშორება. ნამდვილი თაღლითური სვლაა, ევროკავშირის სტილში
მსოფლიო

ალის ვაიდელი
ფოტო: Deutschlandfunk
ორბანი წინ უდგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის მომხრეებს. სწორედ ამიტომ, ის უნდა ჩამოაშორონ უნგრეთის მოსახლეობის ხარჯზე, - წერს გერმანული ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი, ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში.
„უკრაინა უნგრეთს ნავთობის მიწოდებას უბლოკავს, რათა ენერგორესურსებზე ფასები ხელოვნურად გაზარდოს. რატომ? იმიტომ, რომ აპრილში უნგრეთში არჩევნებია და ევროკავშირს მთავრობის ცვლილების იძულება სურს. ორბანი წინ უდგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის მომხრეებს. სწორედ ამიტომ, ის უნდა ჩამოაშორონ უნგრეთის მოსახლეობის ხარჯზე. ნამდვილი თაღლითური სვლაა, ევროკავშირის სტილში“, - წერს ვაიდელი.
Die Ukraine blockiert Öl-Lieferungen nach Ungarn, damit die Energiekosten steigen. Warum? Weil im April in Ungarn Wahlen sind und die EU einen Regierungswechsel forcieren will. Orban steht dem EU-Beitritt der Ukraine und den Kriegstreibern im Weg. Darum soll er weg auf dem Rücken… https://t.co/ybJcSJ27TG
— Alice Weidel (@Alice_Weidel) February 24, 2026





