ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 12 გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ. გარდაცვლილების შესახებ დეტალები უცნობია - გაურკვეველია ისინი პოლიციელებმა მოკლეს თუ დემონსტრანტებმა.
.@realDonaldTrump 300,000 march for democracy #Iran please retweet pic.twitter.com/fKmR8vGLVB @VP
— Ali AlAhmed (@AliAlAhmed_en) December 31, 2017
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებისა, რომელმაც 31 დეკემბერს მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
31 დეკემბერს, ირანში Telegram-ის მესინჯერი და სოციალური ქსელი Instagram-ი დაბლოკეს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება "მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების" მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნა.
მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ქვეყნის პარლამენტი დღეს შეიკრიბება. ირანის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა.
ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. რამდენი ადამიანი მონაწილეობს აქციებში, უცნობია.





