როუჰანი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აფასებს
მსოფლიო

ჰასან როუჰანი
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ ირანელები ხელისუფლების კრიტიკაში შეზღუდულნი არ არიან. ინფორმაციას ტელეკომპანია Press TV ავრცელებს.
"პროტესტი და კრიტიკა ხალხის კონსტიტუციის გარანტირებული უფლებაა. თუმცა კრიტიკა განსხვავდება იმ ძალადობისგან, რომელიც სახელმწიფო ქონებას აზარალებს", - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა.
ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. არის მსხვერპლიც. საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.
ამ მოვლენების გამო ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში Telegram-ი და Instagram-ი დაბლოკა.





