გლენ დისენი დანიის პრემიერის განცხადებაზე: ეს შეშლილი ხალხი კიდევ ერთ მსოფლიო ომს გამოიწვევს
მსოფლიო

გლენ დისენი
ფოტო: Facebook
ცნობილი პოლიტოლოგი გლენ დისენი დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის განცხადებას გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასეთი მიდგომა მორიგ მსოფლიო ომს გამოიწვევს.
„დანიის პრემიერ-მინისტრი ნატოს ე.წ. წითელ ხაზზე უარს ამბობს და რუსეთში სამხედრო დარტყმებს მოითხოვს, ნატოს რაკეტებით, ნატოს კონტრაქტორების მიერ, ნატოს დაზვერვის მიერ შერჩეულ სამიზნეებზე. ეს შეშლილი ხალხი კიდევ ერთ მსოფლიო ომს გამოიწვევს“, - წერს გლისენი.
— Glenn Diesen (@Glenn_Diesen) February 15, 2026
დანიის პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, რათა რუსეთის სიღრმეში დარტყმები განახორციელოს.





